სამართალი
თელავის რაიონულმა სასამართლომ კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი უდანაშაულოდ ცნო
telav-samart-1საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. გიორგი სიბაშვილი წარდგენილ ბრალდებაში, ხუთივე ეპიზოდში სრულად გამართლდა. სიბაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2013 წელს მისცა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სიბაშვილს ბრალად ედებოდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა.