უცხოეთი
უშიშროების ფედერალურმა ბიურომ თავის საიტზე იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარეს

fsb-zar-1საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. სიაში შესულია 22 ორგანიზაცია (სრული სია იხ. აქ). სპეცსამსახურში აღნიშნავენ, რომ ნუსხის ყველა ფიგურანტი უკვე კანონგარეშედ ცნო სხვადასხვა ინსტანციის უმაღლესმა სასამართლომ. ასე მაგალითად, უმაღლესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2003 წელს ტერორისტულად ცნო 14 ორგანიზაცია. სიაში ასევე შეტანილია „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებჰათ ან-ნუსრა“, რომლებში მონაწილეობაც დანაშაულად იქცა რფ-ში 2015 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციას სასამართლო ექსტრემისტულად ან ტეორისტულად მიიჩნევს, ის შესაბამის ფედერალურ სიაში შეაქვთ. ამის შემდეგ ნებისმიერი მონაწილეობა მის საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.