უცხოეთი
2015 წლის 18 მარტს რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ხელს მოაწერენ შეთანხმებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ

dogovor-zar-2საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. კრემლში უარყვეს ზოგიერთი მედიის ცნობა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თარიღის გადატანის თაობაზე - დოკუმენტს, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელი მოეწერება 18 მარტს.

„შეთანხმებამ გაიარა ყველა აუცილებელი პროცედურა. არავითარ ვადის გადაწევაზე საუბარი არ ყოფილა. რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები დოკუმენტს ხელს მოაწერენ მოსკოვში 18 მარტს. ზოგიერთი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეთანხმების ხელმოწერის გადავადებაზე სინამდვილეს არ შეესაბამება“, - იუწყება „რია-ნოვოსტი“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით.