პოლიტიკა
ალექსანდერ ვერშბოუ: „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“

polit-3-analit-2საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან წერილი მიიღო. მინდია ჯანელიძისადმი გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ელჩი ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოში ვიზიტს აფასებს.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ 2015 წლისთვის დასახული პრიორიტეტების შესრულებას.“ - ნათქვამია ოფიციალურ წერილში. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ვაზიანის სამხედრო ბაზის შესაძლებლობებზეც ამახვილებს ყურადღებას:ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვაზიანის პოლიგონისა და საწვრთნელი ცენტრის მონახულებამ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი. მიმაჩნია, რომ ვაზიანი ძლიერი კანდიდატია ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის განსათავსებლად.”

ალექსანდერ ვერშბოუ იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებას ქართული მხარე ნატოს ექსპერტებთან ერთად უახლოეს მომავალში მიიღებს.

წერილის დასასრულს, ალექსანდერ ვერშბოუ წარმატებას უსურვებს ქართულ მხარეს და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.