სამართალი
პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე კეზერაშვილს, ადეიშვილსა და უგულავას ბრალდება დაუმძიმა, სააკაშვილსა და მერაბიშვილს კი ბრალი დაუზუსტა

samart-2საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე (ტელეკომპანიაიმედი”, მთაწმინდის პარკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენები) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2015 წლის 13 მარტის დადგენილებით დაუზუსტდა ბრალდება, რომლის მიხედვით . სააკაშვილმა ძალადობისა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ჩაიდინა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირების უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (დაწვრილებით იხ. აქ), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 13 მარტის დადგენილებებით, დავით კეზერაშვილს (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება - 2007 წლის ნოემბრის, ტელეკომპანიაიმედისადა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდები; უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია - ტელეკომპანიაიმედისეპიზოდი), ზურაბ ადეიშვილსა (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება - ტელეკომპანიაიმედის“, 2007 წლის ნოემბრის ეპიზოდები) და გიორგი უგულავას (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება - მთაწმინდის პარკის ეპიზოდი; გაფლანგვაში დახმარება - მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვის ეპიზოდი; დახმარება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში-ტელეკომპანიაიმედისეპიზოდი) დაუმძიმდათ ბრალდებები, ხოლო ივანე მერაბიშვილს ბრალის დამძიმების გარეშე დაუზუსტდა ბრალდება (ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრისა და მთაწმინდის პარკში შეჭრის ეპიზოდები)“.