უცხოეთი
პუტინი: „ჭორების გარეშე მოსაწყენი იქნებოდა!“

skuCno-zar-3საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მედიაში გავრცელებულ მითქმა-მოთქმაზე მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, განაცხადა, რომ „ჭორების გარეშე მოსაწყენი იქნებოდა“. ამის შესახებ მან სანკტ-პეტერბურგში ყირგიზეთის მეთაურ ალზამბეკ ატამბაევთან შეხვედრისას განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).
ატამბაევმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი ჩინებულ ფორმაშია, „ის არა მარტო დადის, არამედ მანქანასაც დააქროლებს“: „ეს-ესაა ვლადიმერ ვლადიმერის ძე ტერიტორიაზე დამაქროლებდა, საჭესთან თავად იჯდა. ეს იმისათვის, რომ ჭორები შეწყდეს... როგორც რუსულად იტყოდნენ - ვერ მოესწრებიან“, - აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა გუშინ, 16 მარტს პეტერბურგში, კონსტანტინეს სასახლეში გაიმართა.