პოლიტიკა
რუსეთის ჯავახკის დიასპორა: „ჩვენ კატეგორიულ პროტესტს გამოვთქვამთ ჯავახკის მილიტარიზაციის მორიგი მცდელობის წინააღმდეგ“

1DDr-polit-2საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ განცხადება:
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს და ცდილობს სულ უფრო მეტად მოახდინოს ჯავახკის (სამცხე-ჯავახეთის მხარე) მილიტარიზება. ისინი სხვადასხვა ხერხით ცდილობენ გაავსონ იგი სხვადასხვა გასამხედროებული სტრუქტურებით.

ხან კაფსულა ჩადეს ახალი სამხედრო სასწავლო ბაზის საძირკველში ახალქალაქში, ხანაც სპეციალური და სამართალდამცავი სამსახურების თანამშრომელთა შტატებს ზრდიან დინამიურად. ახლა კი, უკვე არსებული მრავალრიცხოვანი ფუნქციური სამხედრო სამსახურების პარალელურად, გადაწყვიტეს, შსს-ს ახალი სამხარეო სამმართველო გახსნან...

(იგულისხმება სამცხე-ჯავახეთის მხარის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ ასპინძაში გახსნეს, რადგან რეგიონში დღემდე არ არსებობდა სპეცნაზის ქვედანაყოფი - საქინფორმი)

ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სომხური ჯავახკის (სამცხე-ჯავახეთი) მილიტარიზაციის მცდელობას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ფინანსური სახსრები ჩადონ რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში, მეტი ყურადღება დაუთმონ მხარის სოციალური და ჰუმანიტარული სფეროების გაუმჯობესებას, იზრუნონ ჯავახკში (სამცხე-ჯავახეთი) მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდრეობის ამაღლებაზე.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ გამგეობა