პოლიტიკა
რა ელაპარაკა პრეზიდენტი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ყარსის ხელშეკრულებაზე, რომლის ვადა 2021 წელს გადის, უცნობია...

1otvetil-pol-2-an-2-mtსაქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ყარსში თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, საქართველომ, თურქეთმა დააზერბაიჯანმა შეძლეს და აჩვენეს მსოფლიოს, თუ როგორ არის შესაძლებელი წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის მოდელის შექმნა.

დღეს ყარსში საფუძველი ჩაეყარა ევრაზიული მნიშვნელობის თანამშრომლობას, „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენისევრაზიულ პროექტს, რომელიც კასპიურ გაზს ევროპის შუაგულში გაიტანს. მომავალში კასპიური გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. საქართველოსთვის TANAP- იქნება კიდევ უფრო მეტი დაცულობის, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გარანტი, როგორც პროექტის მშენებლობის განმავლობაში, ისე მომავალში პროექტის განხორციელების შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რა ელაპარაკა პრეზიდენტი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ყარსის ხელშეკრულებაზე, რომლის ვადა 2021 წელს გადის, და საერთოდ - შედგა თუ არა მათ შორის ეს საუბარი, პრეზიდენტის პრესსამსახური არ იტყობინება... თუმცა, მარგველაშვილს ეს ნაკლებად აინტერებს - 2021 წელს ის ხომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება...

1otvetil-pol-2-1
1otvetil-pol2-2
1otvetil-po2-3