პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: „სავალუტო ფონდის რეკომენდაცია არ შეიძლება გავიზიაროთ. დიდ ქვეყნებს საქართველო აინტერესესებთ უფრო როგორც გასაღების ბაზარი და არა როგორც მწარმოებელი!“
1gia-polit-3საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ეს განცხადება ეკონომისტმა, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, „არგუმენტების დროში“ გააკეთა: „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საგადასახადო ტვირთის გაზრდა ინვესტორს ვერ მოიზიდავს; შესაბამისად, ასეთი რეკომენდაცია არასოდეს არ უნდა იქნას გაზიარებული. ჩვენ ვართ განვითარების იმ ეტაპზე, როცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება. ის ინსტიტუტები, რომლებიც ასეთ რეკომენდაციებს გვაძლევენ, მაინცდამაინც არ არიან ამაში დაინტერესებული. დიდ ქვეყნებს საქართველო აინტერესებთ უფრო როგორც გასაღების ბაზარი და არა როგორც მწარმოებელი“.