პოლიტიკა
მარგველაშვილი: „გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რფ-ს და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერასთან დაკავშირებით

1-margvel-polit-1საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტი მარგველაშვილის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამძიმებს ოკუპაციის შედეგადშექმნილ ვითარებას და იგი ანექსიის ხარისხში გადაჰყავს.

აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, მოინახოს ვითარების დარეგულირებისა და არსებული პრობლემებისგადაჭრის გონივრული გზები, რუსეთის ფედერაცია პასუხობს ყოვლად დესტრუქციული ქმედებებით, რაც პრობლემას უქმნის მოლაპარაკებების პროცესს და უკიდურესად ამწვავებს არსებულ ვითარებას.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გავაერთიანოთ ძალისხმევა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიის აღსაკვეთად და რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების შესაჩერებლად, რომელიც უხეშად უგილვებელყოფს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთის უშუალო მეზობელ ქვეყნებს, არამედ საერთო ევროპულ უსაფრთხოებას“.