პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ნაციონალები“ არ საუბრობენ იმაზე, თუ თავად როგორ ექცეოდნენ ბავშვებს ციხეებში, სცემდნენ, ტანჯავდნენ, აუპატიურებდნენ!“

1-prem-polit-2საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდსა და ფოთში მოხდარ ინციდენტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ისინი  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ  პროვოკაციად შეაფასა.

მათ ფოთში ორგანიზება გაუკეთესთავისუფალი ზონისმხარდამჭერებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს და მოხდა მათი გამიზნულად მიყვანა ფილმის ჩვენებაზე. შემდეგ აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ ჩვენებას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ და არა იმაზე, რომ ეს საშინელი ძალადობა მათი ხელისუფლების მიერ არის ჩადენილი“,–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ზუგდიდში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა.

იქ იყო სამშვიდობო, საპროტესტო აქცია ნაციონალური მოძრაობის და მასთან ასოცირებული ორგანიზაციის ოფისის წინ. მოხდა მიზანმიმართული პროვოცირება, ხელკეტები დაუშინეს და ქვები ესროლეს აივნებიდან... ჩაიყვანეს იქ კრიმინალები, რომელთა წარსული ყველამ იცის და მოაწყვეს პროვოკაცია, რასაც არ სჭირდება დრამატიზება. რა თქმა უნდა, მომხდარი უნდა გამოძიოს შსს-მ, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს იყო პროვოკაცია – ხელკეტები დაუშინეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს", - განმარტა პრემიერმა.