პოლიტიკა
ოპოზიციაში საქმეების გარჩევა დაიწყო

opoziciaXXოპოზიციაში დიდი ამბები დაიწყო. ამ კვირაში ოპოზიცია საქმეების გარჩევითა და შეყრა-გაყრით არის დაკავებული.
მოსკოვიდან დაბრუნებულ ზურაბ ნოღაიდელს პარტიის რიგები შეთხელებული დახვდება. ჯერ იყო, კახელი თანაპარტიელები აუმხედრდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ ზურაბ ნოღაიდელის პარტიიდან საბაჟოს ყოფილი უფროსი ზურაბ ანთელიძე და ნოღაიდელის მარჯვენა ხელი კობა აბულაძე აპირებენ წასვლას. განაწყენებულები ''სახალხო კრებიდანაც'' წავიდნენ. ''სახალხო კრება'' დატოვა ლელიკო ჯაფარიძემ. გააგრძელებს თუ არა ''კრებასთან'' ურთიერთობას მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, გასარკვევია.
გუშინ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა ირაკლი მელაშვილმა. ბოროტი ენები ამბობენ, რომ მელაშვილს კამათი გუბაზ სანიკიძესთან მოუვიდა და ამის ერთ-ერთი მიზეზი ''სახალხო კრებაა'', თუმცა უთანხმოების სხვა მიზეზიც არსებობს, რომელიც ახლა არ ხმაურდება.opoziciaX
კამათი ქალებს შორისაც მომხდარა. ნინო ბურჯანაძე ეკა ბესელიას დაპირისპირებია. ბურჯანაძეს ბესელიას ზედმეტი აქტიურობა არ მოსწონობია. კერძოდ, ეკა ბესელიამ პარლამენტის წინ მისული ხალხი 26 ნოემბერს ტელევიზიასთან წაიყვანა, ამით კი ექსსპიკერის გულისწყრომა გამოიწვია.
ბურჯანაძე-ბესელიას შორის კამათი არც პირველია და არც ბოლო. ეს ორი ქალბატონი პერიოდულად კამათობს და შემდეგ „ზავს“ დებს.
''სახალხო კრებიდან'' განაწყენებულთა ერთი ნაწილი ოქრუაშვილი-გაჩეჩილაძის პარტიაში აპირებს გადაბარგებას.
ასე რომ, ოპოზიცია საკუთარ რიგებში წევრებს გამოზაფხულზე დათვლის.