პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ჩვენს არაერთ ნაბიჯს“

1-garib-polit-3საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ.  ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი უწოდა.

ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას. ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალურად მოვახერხეთ, რომ მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო აღნიშნული ფაქტი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოხდა ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება ჯერ აფხაზეთთან, შემდეგ ცხინვალთან და მთელი მსოფლიო ნეგატიურად აფასებს მას“,–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.