აქტუალური
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა კომბინირებული პატრულირება განახორციელეს

1-misia-aqtual-2საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ქართველმა ჯარისკაცებმა, ფრანგ სამხედროებთან ერთად, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე იმოქმედეს. ადგილობრივთა ინფორმაციით, დედაქალაქ ბანგიში მკვლელობა მოხდა. პატრულირების მიზანს სწორედ სიტუაციის სტაბილიზაცია და უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენდა.

პატრულირების დროს 23- ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მოსახლეობას შეხვდნენ, მოისმინეს მათი პრობლემები და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნენ.

23- ბატალიონის ნაკრებ ასეულს ISAF-ის საერთაშორისო მისიაში ორჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული.

23-ე ბატალიონი უკვე მეორე დანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიით იმყოფება. მათ როტაციის წესით ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული ჩაანაცვლეს.