პოლიტიკა
ცოტნე ჭუმბურიძე: „როგორ გავიგოთ მიტინგზე მისული ხალხის რაოდენობა ისე, რომ მაქსიმალურად არ გავანაწყენოთ ნაციონალები?“

1-cotne-pol-2-anსაქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. როგორ გავიგოთ მიტინგზე მისული ხალხის რაოდენობა ისე, რომ მაქსიმალურად არ გავანაწყენოთ ნაციონალები? - წერს თავის Facebook-გვერდზე ცოტნე ჭუმბურიძე.

1-ვიღებთ მიტინგის ამსახველ ფოტოს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკიდან. 2-წინა რიგში ვითვლით 10 ადამიანს და ვაქცევთ მათ კვადრატში. 3-ვამრავლებთ კვადრატებს შეძლებისდაგვარად ისე, რომ თითოეულში დაახლოებით 10 ადამიანი ეტეოდეს. 4-ვითვალისწინებთ იმას, რომ უკანა რიგებში ადამიანები ჩანან უფრო პატარად ვიდრე წინა რიგებში და შესაბამისად იგივე ზომის კვადრატში (რომელიც წინა რიგებს მოვარგეთ) უფრო მეტი ადამიანი ჩაეტეოდა თუ კი ხალხის განლაგება უკანა რიგებშიც ისეთივე მჭიდროა როგორც წინებში. 5-ყოველი შემთხვევისთვის შეიძლება მდგომარეობის ადგილზე დათვალიერებაც იმის ზუსტად განსასაზღვრად თუ სადამდეა მომიტინგეთა რიგები. ბოლოს კი მიღებული კვადრატების ჯამს ვამრავლებთ10-ზე. ჩვენს შემთხვევაში 420X10=4200 ადამიანს. ბარემ დავამრგვალოთ და რვაასიც ისე ვაჩუქოთ. ესე იგი მაქსიმუმ 5000“.

1-cotne-1 1-cotne-2
1-cotne-3