პოლიტიკა
პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას 88 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი
1-gvenet-polit-1საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ნინო გვენეტაძის ბიოგრაფიული და პროფესიული მონაცემები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ გააცნო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საზეიმო ვითარებაში პარლამენტისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე ფიცი დადო. „კანდიდატურა დასახელებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ჩვენ საშუალება გვქონდა მიგვეღო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მინდა გამოვთქვა რწმენა იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქართული მართლმსაჯულება იყოს ყველაზე უფრო სანდო, ისეთი ინსტიტუტი, რომელიც მოქალაქეებში იწვევს ნდობას. არის ბოლო იმედი ყველაზე უფრო უიმედო სიტუაციაშიც კი, რომ სიმართლე და სამართალი არ დაიკარგება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.