პოლიტიკა
აშშ-ის სახდეპის მიერ დაფინანსებული აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ს ჯერჯერობით გამოუქვეყნებელი გამოკითხვის შედეგები

1-kvel-niuszeსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრებას, ხოლო 15% წინააღმდეგია. კვლევაში მონაწილეთა 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას, წინააღმდეგობას კი, რესპონდენტთა 9% გამოხატავს. IRI-ის გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირთან ურთიერთობას დადებითად აფასებს კვლევაში მონაწილეთა 91%, ხოლო აშშ-სთან - 90%.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულებს ყველაზე მეტად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწონთ. სერგეენკოს მიმართ დადებითად კვლევაში მონაწილეთა 62%-ია განწყობილი, ხოლო უარყოფითად - 24%. გიორგი მარგველაშვილი რესპონდენტთა 62%-ს მოსწონს, ხოლო 30%-ს არ მოსწონს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია მიმართ გამოკითხულთა 57%-ია განწყობილი დადებითად, ხოლო 34% - უარყოფითად. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რესპონდენტთა 57%-ს მოსწონს, უარყოფითად კი გამოკითხულთა 36%-ია განწყობილი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლევაში მონაწილეთა 56%-ს მოსწონს, 39%-ს კი არა.

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძის მიმართ დადებითად არის განწყობილი გამოკითხულთა 48%, უარყოფითად - 44%, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძის მიმართ 47% დადებითად, 25% - უარყოფითად. თბილისის მერი დავით ნარმანია გამოკითხულთა 40%-ს მოსწონს, 46%-ს არ მოსწონს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილის მიმართ კვლევაში მონაწილეთა 28%-ია დადებითად განწყობილი, 40%- უარყოფითად. ხოლო ნინო ბურჯანაძე 24%-ს მოსწონს, 70%-ს არა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად ნდობის მაჩვენებელმა მთავრობის მიმართ იკლო. თუ წინა კვლევის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს გამოკითხულთა 69% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 48%-ია. პარლამენტის მიმართ ნდობა 19%-ით შემცირდა. წინა წელს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გამოკითხულთა 68% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 49%-ია. აღსანიშნავია, რომ IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნდობამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ იკლო.

აშშ-ისსაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფციის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. IRI-ს კვლევაში მონაწილეთა 15% ფიქრობს, რომ კორუფციის მხრივ სიტუაცია პირიქით, გაუმჯობესდა, ხოლო რესპონდენტთა 40%-ის აზრით, იგივე დარჩა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 5% მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობას დადებითად, 85% კი, უარყოფითად. კვლევაში მონაწილეთა 18% რუსეთს პარტნიორად მიიჩნევს, ხოლო 76% - საფრთხედ. 26% ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდა, 21%-ის აზრით კი, პირიქით -გაუმჯობესდა. რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იგივე ნიშნულზე დარჩა.

გამოკითხულთა 67%-ის შეფასებით, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება. 6% ფიქრობს, რომ აგრესია დასრულდა და არ განახლდება, ხოლო 21%-ის აზრით, რუსეთის აგრესია დასრულდა, მაგრამ არსებობს განახლების საშიშროება.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა.კვლევაში მონაწილეთა 11% ფიქრობს, რომ პირიქით, გაუმჯობესდა. ხოლო რესპონდენტთა 25%-სთვის ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა იგივე დარჩა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ნდობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ შემცირდა. პოლიციის მიმართ ნდობა წინა წელთან შედარებით 17%-ით არის შემცირებული და 65%-ია. პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ნდობა 13%-ით შემცირდა (64%-დან 51%-მდე), მთავარი პროკურატურის მიმართ 14%-ით (50%-დან 36%-მდე).სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა 11%-ით შემცირდა (52%-დან 41-მდე), ნდობა შემცირებულია ჯარის მიმართაც. წინა კვლევისას, მას გამოკითხულთა 93% ენდობოდა, ახლა - 87%. განათლების სისტემას ადრე კვლევაში მონაწილეთა 64% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა და 61% შეადგინა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, საარჩევნო უბნებზე მისულთა 36% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 10% - „თავისუფალ დემოკრატებს“, 6% - „ლეიბორისტულ პარტიას“. პატრიოტთა ალიანსისა“ და ბურჯანაძის პარტიის სასარგებლოდ არჩევანს გამოკითხულთა 5-5% აკეთებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემდა ხმას კვლევაში მონაწილეთა 12%, ხოლო რესპონდენტთა 11%-მა უარი თქვა პასუხზე.

აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-ს სჯერა, რომ პრობლემებს კოალიცია ქართული ოცნება მოაგვარებს, ხოლო 10% ამ თვალსაზრისით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ენდობა. „თავისუფალ დემოკრატებს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „პატრიოტთა ალიანსს“ და ნინო ბურჯანაძის პარტიას გამოკითხულთა ნდობის 2-2% ერგოთ. პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა გამოკითხულთა 20%-ს საერთოდ არ აქვს. კითხვაზე პასუხი არ გასცა რესპოდენტთა 37%-მა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა. გამოკითხვის თანახმად, კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ ეკონომიკური სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, ხოლო 29% ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა იმავე დონეზე დარჩა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს მიაჩნია სასამართლო რეფორმა მთავრობის წარმატებად. კვლევაში მონაწილეთა 35% მთავრობის ყველაზე დიდ წარმატებად ჯანდაცვას ასახელებს, ხოლო 11% - სოფლის მეურნეობას. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუმჯობესდა, 10%-ის აზრით, გაუარესდა, ხოლო 8%-ის შეფასებით, ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით მდგომარეობა არ შეცვლილა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, მთავარი პროკურატურის მიმართ ნდობა 14%-ით (50%-დან 36%-მდე) შემცირდა.წინა კვლევასთან შედარებით, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა 11%-ით არის შემცირებული (52%-დან 41%-მდე). საგულისხმოა, რომ IRI-ის კვლევის თანახმად, ნდობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ შემცირდა.

* IRI-ს ჯერჯერობით გამოუქვეყნებელი გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია, გასაგები მიზეზებით, წინდაწინ გახდა ცნობილი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თვის.