პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „რუსეთთან ბაზრის გახსნაზე სააკაშვილი ოცნებობდა. არ მაინტერესებს სააკაშვილის, ბოცო წიკლაურისა და მინაშვილის აზრი რუსეთან ურთიერთობებზე“თ

1-GGGGსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. დღეს, 26 მარტს, 11 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრების შედეგად გაიხსნა ბაზარი რუსეთთან. „ბორჯომის ექსპორტი რუსეთში რამდენიმეჯერ არის გაზრდილი, ვიდრე გასულ წლებში იყო. იყო ბუმი ღვინის ექსპორტზე. საერთოდ არ მაინტერესებს ბოცო წიკლაურის, აკო მინაშვილის და მიხეილ სააკაშვილის აზრი რუსეთთან ურთიერთობებზე. მე მაინტერესებს ხალხის, ამერიკის და დასავლელი პარტნიორების აზრი ამ მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.