პოლიტიკა
პარლამენტი იყიდება!

parlamentXსაქართველოს პარლამენტის შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს. ერთ-ერთი ვერსიით, პარლამენტის შენობას უკვე გამოუჩნდა მყიდველი და ის ქართველი მილიარდერია. ასეთი ბიზნესმენი კი, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ან კიდევ ერთი-ორი იყოს.
ამბობენ, რომ თბილისში, პარლამენტის შენობაში, სასტუმრო და სხვადასხვა ცენტრი იფუნქციონირებს, მეორე ვერსიით კი, პარლამენტის შენობაში საგამოფენო დარბაზები გაიხსნება.

ასე რომ, თუ თბილისში პარლამენტის შენობა გაიყიდა, მომავალში, დეპუტატებს ქუთაისში მთლიანად გადასვლა მოუწევთ.
ამ დრომდე კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის პლენარული სხდომები იმართება მხოლოდ ქუთაისში. საკომიტეტო მოსმენები კი - თბილისში. პარლამენტის შენობის გაყიდვის შემთხვევაში კი დეპუტატები მთლიანად ქუთაისში გადაბარგდებიან.
ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობა ექვსართულიანი იქნება. ახალ პარლამენტში დაახლოებით 217 ოთახი იქნება და მისი აშენება 2012 წლისთვის დასრულდება.