პოლიტიკა
''ქრისტიან-დემოკრატები'' ქართული ენის დაცვას ითხოვენ

deda_enaდღეს თბილისში, დედაენის ბაღში, დედაენის ძეგლთან შეკრებილმა მოძრაობის წევრებმა ხელი მოაწერეს საკანონმდებლო ინიციატივას "რეკლამის შესახებ".
''ქრისტიან-დემოკრატებმა'' ქართული ენის დაცვის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადეს. მოძრაობა კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს დღეს შესთავაზებს. "ქრისტიან-დემოკრატები" სახელმწიფო ენის სრულყოფილად დაცვას მოითხოვენ. პარტიის წევრ გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მაღაზიებსა და სხვადასხვა ობიექტებზე ქართული წარწერები აღარ არის. უკვე ხუთი წელია, აღარ არსებობს სპეციალური ორგანო, რომელიც ქართული ენის დაცვას შეძლებს.
''ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა'' ქართული ენის დაუცველობის მთავარ მიზეზად მიიჩნევს საქართველოს კანონს რეკლამის შესახებ, რომელიც არ ავალდებულებს ობიექტის მფლობელს, აბრაზე გააკეთოს ქართული წარწერა.