უცხოეთი
ფრაქცია „ბატკივშჩინას“ თავმჯდომარის მოადგილე სერგეი სობოლევი: „სახელმწიფო ბიუჯეტის ტოტალური ძარცვის გადაბრალება პუტინზე არ გამოვა!“

budge-zar-3საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. „სახალხო ფრონტის“ დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ იულია ტიმოშენკო და პარტია „სვობოდა“ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულა.

გერაშჩენკოს მიაჩნია, რომ ტიმოშენკო და „სვობოდელები“ სახელმწიფო ფინანსური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი გორდიენკოს განცხადებებით სპეკულირებენ, რომელმაც 18 მარტს არსენი იაცენიუკის მთავრობა კორუფციული სქემების მფარველობაში დაადანაშაულა.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი სობოლევმა განაცხადა, რომ პუტინისთვის „სახელმწიფო ბიუჯეტის ტოტალური ძარცვის“ გადაბრალება არ გამოვა. დეპუტატებმა „სვობოდადან“ თავის მხრივ, განაცხადეს, რომ მთავრობა უბრალოდ ცდილობს კორუფციიდან ყურადღების სხვა თემაზე გადატანას.