უცხოეთი
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაიხურება“ - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი
pasxa-zar-3საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. 11-12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის  სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეებს გადაადგილება აეკრძალებათ, - ამის შესახებ ია რესს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან აცნობეს. ასევე აღინიშნა, რომ 13 აპრილიდან საქართველოსთან მომიჯნავე საზღვარზე გამშვები რეჟიმი ჩვეულებრივი გრაფიკით ამოქმედდება.