უცხოეთი
აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი მოსკოვში გამარჯვების პარადზე ამერიკას წარმოადგენს

zarub-1საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების 70-წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე აშშ-ს წარმოადგენს. ვაშინგტონში პრეზიდენტი ბარაქ ობამას დაუსწრებლობა საზეიმო ღონისძიებაზე მისი გადატვირთული გრაფიკით ახსნეს.

მსოფლიო გამარჯვების დღეს ევროპაში სხვადასხვაგვარად აღნიშნავს, კერძოდ, ვაშინგტონში 8 მაისს, მოვლენის აღსანიშნავად საჰაერო აღლუმი მოეწყობა. ევროპის ზოგიერთი დედაქალაქიც აღნიშნავს ამ დღეს. მოსკოვში, სამხედრო პარადზე, ჩვენს ქვეყანას ელჩი ტეფტი წარმოადგენს. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდა, მილიონობით რუსის ჩათვლით“, - აცნობა რია ნოვოსტის აშშ-ის სახდეპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მოსკოვში საიუბილეო პარადი ზეიმის ისტორიაში ყველაზე დიდი და მასშტაბური იქნება. რუსეთმა სტუმრები მიიწვია მრავალი ქვეყნიდან - 70 წლის იუბილეზე მიწვევა მიიღო 68 უცხოელმა ლიდერმა, ასევე იუნესკოს, გაეროს, ევროკავშირისა და ევროპის ხელმძღვანელებმა.

ვიზიტზე უარი განაცხადეს საქართველოს, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისრაელის პრეზიდენტებმა, შვედეთისა და ნორვეგიის, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა. გფრ-ის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვში ჩასვლას 10 მაისისთვის გეგმავს.