უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანია, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის სურვილი გამოთქვა, აშშ-ის ისტორიაში შესაძლოა ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდეს

zarub-3საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ის თავისი მომხრეების, ასევე დემოკრატიული პარტიისგან 2.5 მლრდ დოლარის სახსრების მიზიდვას აპირებს. ამის შესახებ ნიუ იორკ თაიმსი წერს. უწინ გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იუწყებოდა, რომ კლინტონი 1 მლრდ დოლარის თანხაში ჩატევას იმედოვნებდა, რაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაქ ობამას  2012 წლის წინასაარჩევნო ბიუჯეტს აღემატებოდა (716 მლნ დოლარი).

12 აპრილს კლინტონმა, როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს. „საპრეზიდენტო მარათონში ვერთვები. ამერიკელებს ყოველდღე სჭირდებათ ჩემპიონი. მე მინდა ეს ჩემპიონი ვიყო“, - განაცხადა კლინტონმა ორწუთიან რგოლში ლოზუნგით „ჰილარი ამერიკისათვის“, რომელიც მის ფეისბუქ-გვერდზე განთავსდა. კლინტონის წინასაარჩევნო ტურნე დღეს, 14 აპრილს, აიოვას შტატიდან დაიწყება.