უცხოეთი
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის გადამდგარი გენერალი რობერტ სკეილზი, რომელიც ამერიკული ტელეარხი Fox-ის ეთერში უკრაინაში რუსების განადგურებისკენ მოუწოდებდა, გაკვირვებულია, რომ მისი ნათქვამი რფ-შიც გაიგეს. „ელექტრონული წერილები მივიღე რუსეთიდან, იმ ადამიანებისგან, რომელთა შესახებაც არასოდეს გამიგია. არ ვიცოდი, რომ Fox-ს რუსეთშიც უყურებდნენ“, - განაცხადა მან ტელეარხის ეთერში.
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა, რომელმაც რუსოფობიის ეს გამოვლინება საჯაროდ დაგმო, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ანტირუსულ პროპაგანდას ოფიციალური ვაშინგტონი აქეზებს“.