პოლიტიკა
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მარტინ ლიდეგორდმა, მარგოთ ვოლსტრომმა და გჟეგოჟ სხეტინამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან წევრ სახელმწიფოს, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის წარმატებით გადაწყვეტაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, რადგან ის საერთო ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს.