უცხოეთი
ევროპარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია ევროკავშირში სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ 24 აპრილის გამოცხადების შესახებ

genocid-zar-1-anსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. რეზოლუცია ითვალისწინებს ევროკავშირის ყველა წევრი-ქვეყნის პარლამენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტების მიღებას, - იუწყება Новости-Армения". რეზოლუციის მიღების მნიშვნელობის შესახებ განხილვის მიმდინარეობისას ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ულრიკე ლუნაჩეკმა განაცხადა. პრაქტიკულად ყველა სიტყვით გამოსულმა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის მიღებას და აღნიშნა ამ ნაბიჯის მნიშვნელობა სომხების გენოციდის 100 წლისთავის აღნიშვნის წინა დღეს.

ევროპარლამენტმა ოფიციალურად აღიარა სომხების გენოციდი ოსმანური თურქეთის მიერ ჯერ კიდევ 1987 წელს. მეორე, 2015 წლის 13 მარტის რეზოლუციით, ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყანა-მონაწილეებს, აღიარონ სომხების გენოციდი. სომხების გენოციდის ფაქტი აღიარა ბევრმა ქვეყანამ, კერძოდ, ურუგვაიმ, რუსეთმა, საფრანგეთმა, ლიტვამ, იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ, აშშ-ის უმეტესმა შტატმა, საბერძნეთის, კვიპროსის, არგენტინის, ბელგიის, უელსის პარლამენტებმა, შვეიცარიის ნაციონალურმა საბჭომ, კანადის პარლამენტის თემთა პალატამ და პოლონეთის სეიმმა.