უცხოეთი
„აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები რეისებს ახორციელებენ ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ აეროპორტებში“ - ირანის სამხედრო ძალების გენშტაბის მეთაური

1-iran-zar-1-anსაქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები რეგულარულად ახორციელებენ ფრენებს აეროპორტებში, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების კონტროლქვეშ იმყოფება. ასეთი განცხადება გააკეთა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჰასან ფირუზაბადმა ირანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. „ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ ამერიკის თვითმფრინავები დაჯდომასა და აფრენას ახორციელებენ ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად აეროპორტებში“, - მოჰყავს მისი სიტყვები სააგენტო „ფარს“-ს.

„აშშ-ს არ უნდა მიეწოდებინა იარაღი, ფული და პროდუქტები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“, შემდეგ კი მოეხადა ბოდიში იმის გამო, რომ ეს თითქოსდა შეცდომით გააკეთა. ამერიკელები სიტყვიერად ირწმუნებიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა სურთ, სინამდვილეში კი სხვა რამეს ვხედავთ - ისინი ახორციელებენ თვალყურის დევნებას და რეკოგნოსცირებას“, - მიაჩნია ფირუზაბადს.

იმის პროგნოზირებისას, რომ „უკვე უახლოეს ხანებში ტერორიზმის სასტიკი ტალღა აშშ-სა და ევროპას გადაუვლის“, ფირუზაბადმა აღნიშნა, რომ „ადამიანები მთელ მსოფლიოში უნდა ებრძოდნენ ტერორიზმს და იცავდნენ სიცოცხლის უფლებას და არა უზრუნველყოფდნენ ტერორისტებს იარაღითა და უზარმაზარი სახსრებით, რამაც უკვე აქცია ისლამური სახელმწიფო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად საბრძოლო შეიარაღებულ დაჯგუფებად“, - დასძინა ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა.