უცხოეთი
რჩევა, რომელიც ქართველი პოლიტიკოსებისთვისაც სასარგებლოა: პატრუშევმა კიევს ურჩია, რეალურ ამოცანებზე და არა ვირტუალურ „რუსულ საფრთხეზე“ იფიქრონ

1-sovet-zar-3-anსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. კიევმა რეალურ ამოცანებზე და არა ვირტუალურ „რუსულ საფრთხეზე“ უნდა იფიქროს. ამის შესახებ რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. „საფიქრალია, როგორ აღადგინონ ქვეყნის ეკონომიკა და უზრუნველყონ მთელი უკრაინის მოსახლეობა სოციალური გარანტიებით“. ასევე პატრუშევმა აღნიშნა, რომ კიევმა უნდა იფიქროს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის ქვეშაც უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერაა - ანუ მინსკის ხელშეკრულებაზე.

პატრუშევმა ასევე კომენტარი გაუკეთა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს სიტყვებს იმის თაობაზე, რომ „ომი დონბასში არა მარტო უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, არამედ ევროპასა და მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად მიმდინარეობს“. რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, უკრაინაში თავისუფლებისა და დემოკრატიის უზურნველყოფა საარტილერიო ცეცხლითა და ეთნიკური წმენდით არ შეიძლება და, პირველ რიგში, ომი და ნაციონალისტური ბანდფორმირებების თავნებობა უნდა შეწყდეს.