აქტუალური
ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის შეხვედრაზე

1tornton-aqtual-2საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებსა და საარჩევნო რეფორმების საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი საქართველომდე კამბოჯის ტაილანდისა და მალაიზიის ოფისებს ხელმძღვანელობდა. 2001-დან 2005 წლებში ის უძღვებოდა ინსტიტუტის რეგიონულ პროგრამას პოლიტიკური პარტიების რეფორმის შესახებ რვა აზიურ ქვეყანაში. ჩართული იყო NDI-ის პროგრამების მართვასა და შეფასებაში სხვადასხვა ქვეყანაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო სამი არჩევნების წარმატებით ჩატარებით. ასევე აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.