აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ევროკომისართან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან გამართა

1-iohanes-aqtual-1საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას  და რიგის სამიტზე საქართველოს მოლოდინს.

გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს.

გიორგი მარგველაშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ რაც მოხდა უკრაინაში, გარკვეულწილად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს.