აქტუალური
ხიდაშელი: „ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება“

1-khidaS-aqtual-1საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზას ეწვია, სადაც მას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დახვდა. ქვედანაყოფის მეთაურმა თავდაცვის მინისტრს გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერებინა და სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება უკეთ იყვნენ სამხედროები აღჭურვილნი. ასევე, მათ ვარჯიშის და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებთან ერთად წვრთნების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. გარწმუნებთ და იმედს ვაძლევ მათაც, რომ ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ვიზიტის ბოლოს თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალებში გეგმიურ საცეცხლე მომზადებასაც დაესწრო.