სამართალი
შს მინისტრი: „ციხეში რომ ვკითხოთ ყველა დამნაშავეს თუ რა ჩაიდინა, 99 პროცენტი გვეტყვის რომ უდანაშაულოდ ზის ციხეში“

1-cixe-samart-1საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. შს მინისტრმა ვახტან გომელაურმა კომენტარი გააკეთა გიორგი გუდაძის დაკავებაზე: გუდაძე რომ დააკავეს, თუ ნარკოტიკი არ ჰქონდა, რატომ დააკავებდნენ მაშინ? თუ არ ექნებოდა ნარკოტიკი მას გაათავისუფლებდნენ. მაშინ მოწმდება როდესაც ხდება პოლიციური შემოწმება, თუ ადამიანს არაფერი არ აღმოაჩნდება არც იარაღი, არც ნარკოტიკი მას ათავისუფლებენ. თუ დააკავეს, ეს ეიგი რაღაც აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, როგორც ექსპერტიზის პასუხს დაელოდებიან, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა ნარკოტიკის სახეობა, ფსიქოტროპული იქნება თუ რაც იქნება, იქედან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტს თუ რა მიუსაჯოს ამ ადამიანს, გაანთავისუფლოს, გირაოთი გამოუშვას თუ რაც გააკეთოს", - განაცხადა მინისტრმა და იქვე დასძინა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს გენერალური ინსპექცია, პოლიცია, შეუძლიათ მიმართონ, თუ ვინმემ იარაღი ჩაუდო, ნარკოტიკი ჩაუდო, გამოიძიებს და დაისჯებიან ის პოლიციელები, არაერთხელ მოხდა რომ პოლიციელები დაისაჯნენ, თქვენ ამის მომსწრეები ხართ“.