აქტუალური
„ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ეხმარება სახელმწიფო ადგილობრივ წარმოებას. ქარხანაში მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ჩაი, რომელიც გადის ექსპორტზე. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას. უახლოეს მომავალში მთავრობა მეჩაიეობის განვითარების პროგრამას წარადგენს, რათა მაქსიმალურად დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა და აღდგეს ჩაის პლანტაციები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საწარმო 100 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს, რომლისგანაც 25 ტონა პროდუქცია მიიღება. ნედლეულის 60%-ს მეწარმე ჩაის საკუთარი პლანტაციებიდან აიღებს, 40%-ს კი - მოსახლეობისგან. ქარხანაში - 22, ხოლო ჩაის პლანტაციებში - 40-მდე ადგილობრივი დასაქმდება.