სამართალი
ენერგეტიკის მინისტრი ეროვნული და კომერციული ბანკების წინააღმდეგ - გიორგი ქადაგიძე კახი კალაძეს ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის გადახედვას ურჩევს

1bank-samart-3საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ქადაგიძემ მსხვილი ბანკების ტრანზაქციებზე მთავრობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვიცე-პრემიერის კრიტიკას დღის ბოლოს უპასუხა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მთავრობასთან კოორდინაციის პრობლემა არ აქვს.

კალაძის განცხადებას საბანკო სექტორზე ზეწოლად აფასებენ ოპოზიციაში და ენერგეტიკის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვენ. მმართველ გუნდში კი შეკითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან აქვთ.

მსხვილი ბანკების ტრანზაქციებზე სამთავრობო კონტროლი კატეგორიულად მიუღებელია ანალიტიკოსებისთვის.

დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემას გიორგი ქადაგიძე მომავალ კვირას პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს გეგმავს.