აქტუალური
"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" იწყებს ინტენსიურ ტრენინგ-კურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - "კონფლიქტი აფხაზეთში"

1-asoc-aqtual-1საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS), "ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან" და "ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტთან" ერთად, იწყებს ინტენსიურ ტრენინგ-კურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - "კონფლიქტი აფხაზეთში."

კურსი განკუთვნილია ჟურნალისტებისათვის, მათ შორის, სოციალური მედიის წარმომადგენელთათვის (აპლიკაციისათვის იხილეთ ბმული).

ჩატარების ადგილი: თბილისი, მიცკევიჩის 27; ჭავჭავაძის 13.

დეტალურ განრიგს მსმენელები მიიღებენ ტრენინგის დაწყებამდე სამი დღით ადრე.

მონაწილეობის მსურველებმა შევსებული თანდართული აპლიკაცია უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 2014 წლის 7 ივნისისა.