სამართალი
შსს-მ არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

1-granata-samart-2საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ვახტანგ . წნორში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ვახტანგ ზ-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 392 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-74“-ის ტიპის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდით, „ერ-გე-დე“-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 1 ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით და მსხვრევადი ხელყუმბარის 1 ფალია ამოიღეს.