აქტუალური
საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
„საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდით იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი მიმართულების,ნატო-სთან პარტნიორობის გაღრმავებისა და განმტკიცებისათვის. ეს მიმართულება სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„ჩემთვის დიდი პატივია იმ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ აღიარება, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მჭიდრო ურთიერთობა აქვს; დიდი პატივია, ვხედავდე საქართველოსა აშშ-ს შორის პარტნიორობის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა, თავის მხრივ, ფრედერიკ ჰოჯესმა.