აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო

nato-aqtual-2საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. სამხედროებმა ერთობლივი სწავლების დასრულება საჩვენებელი წვრთნით აღნიშნეს. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა  და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.

ეს სწავლებები წინ წაწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და იმ მიზანს, რომელიც ჩვენმა ხალხმა თავისი გადაწყვეტილებით მიიღო. მიზანს, რომელიც მთავრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით, უფრო რეალურს, უფრო ხელშესახებს გახდის. იმისთვის, რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო უმაღლეს პოლიტიკურ დიპლომატიურ სამთავრობო დონეზე იმისთვის, რომ ეს ისტორიული სწავლება შემდგარიყო საქართველოს მიწაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

გიორგი მარგველაშვილმა 5 ქართველი და 5 ამერიკელი ჯარისკაცი სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ვერცხლის  მედალიონებით დააჯილდოვა.