სამართალი
შსს-მ ჩხოროწყუს რაიონში მომხდარი ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

Sled-samart-1საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გია . განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ირა -ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.