სამართალი
„ღარიბაშვილს პრეტენზიები რომ აქვს იურისტობაზე, ის მაინც ვერ ისწავლა, რომ შიდა ძებნაში მყოფ ბრალდებულს უცხოეთში არავინ გადმოგცემს“

eliso-samart-3საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ამ განცხადებას „ასავალ-დასავალთან“ საუბარში ჟურნალისტი ელისო კილაძე აკეთებს.  მისივე თქმით, „ამის შემდეგ ღარიბაშვილი გამოდის და რიგის სამიტზე მიღწეულ წარმატებებზე უთავმოყვარეოდ გელაპარაკება“.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ლატვიის პროკურატურა საქართველოს მთავარი პროკურატურის ქვეგანყოფილება არ არის. ღარიბაშვილის პროკურატურამ ლატვიას სააკაშვილის გადმოცემა მოთხოვა. როდესაც სააკაშვილისთვის შიდა ძებნა გაქვს გამოცხადებული და იმის თავიც არ გაქვს საერთაშორისო ბრალდებები წაუყენო, მაშინ ის მაინც ხომ უნდა გესმოდეს, რომ ლატვიის პროკურატურა საქართველოს პროკურატურის ქვეგანყოფილება არ არის?!“-აცხადებს ელისო კილაძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.