უცხოეთი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბაქოს ხელს არ აძლევს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმება

flag-zar-3-anსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ბაქოს ხელს არ აძლევს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმება, რადგან ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ასოციაციის წევრი არ არის, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელმარ მამედიაროვმა.

აზერბაიჯანს ხელს არ აძლევს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ასოციაციის წევრი არ ვართ, ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის ზონა აზერბიჯანზე აპრიორი არ გავრცელდება“, - განაცხადა მან ტელეარხ „როსია 24“-ის ეთერში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის შედეგების კომენტირებისას.

მისი თქმით, ბაქო სტრატეგიულ ურთიერთობებს დაამყარებს ბრიუსელთან. „სტრატეგია მდგომარეობს ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მან აღნიშნა, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირის წარმომადგენლებს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესახებ ახალი ტექსტი გადასცა.