სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“ - სასამართლოს გარეშე გამოსახლებების აკრძალვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს აამაღლებს

samart-2საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ორგანიზაცია ახალაზრდა ადვოკატები“ დადებითად აფასებს ინიციატივას, უძრავი ქონების მფლობელის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, გამოსახლების აკრძალვის შესახებ და მიმართავს საქართველოს პარლამენტს დროულად მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ანა კიკნაძის განცხადებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების პროცესი დასაშვებია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ნორმებთან.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ მოსაზრება, თითქოსდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უძრავი ქონებიდან მფლობელის გამოსახლების აკრძალვის შემთხვევაში, კრედიტორები, ქონების მესაკუთრეები, რომლებმაც ქონება კანონიერი გზით შეიძინეს, მაგალითად აუქციონზე, დაზარალდებიან, არ ამართლებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელის გამოსახლების ფაქტს.