აქტუალური
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდა
bank-aqtual-2საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკის  სფეროს ექსპერტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო. "პრაქტიკულად არსებობს სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან… კანონპროექტის მომზადების პროცესში არ იყვნენ ჩაბმულები არც ექსპერტები, არც ბიზნესის წარმომადგენლები, არც საერთაშორისო ორგანიზაციები და თავისთავად ცხადია უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომ მთლიანობაში კომუნიკაცია იყოს ბიზნესთან საფუძველშივე, ანუ მაშინ, როდესაც მზადდება კანონმპროექტი, რომელიც მათ ეხება. შეცდომაა საუბარი იმაზე, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მხოლოდ საბანკო სექტორს დააზიანებს; ის დააზიანებს საბანკო სექტორს და შეეხება თითოეულ მოქალაქეს და მეორე, ამას ექნება ძალიან მკვეთრი გვერდითი და პარალელური ეფექტები ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის ბიზნეს იმიჯზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ამ ფორმით არის წარმოუდგენელი და პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.