სამართალი
გომელაური: „საზოგადოება მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის მზად არ არის“

samart-2საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. შს მინისტრი ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

არ ვუჭერ, რა თქმა უნდა მხარს. რადგან ჩემი აზრით, ცვლილება ნაადრევია. საზოგადოება მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის მზად არ არის“, - განაცხადა გომელაურმა.

ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს  თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს.

რა თქმა უნდა, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარს ვუჭერ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, დეპუტატ გოგა ხაჩიძის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, შესაძლოა, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდეს.

დოკუმენტის მიხედვით, მარიხუანის, კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით. ასევე ჩამოთვლილ მსუბუქ ნარკოტიკებზე არ გავრცელდება 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.