სამართალი
მოგებული დავის აღსრულებაზე უარის გამო, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მურმან დუმბაძის ხელფასის საბანკო ანგარიშზე ყადაღას მოითხოვს

advokat-samart-2საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უზრუნველყოფს და საჯაროდ უარყოფს ორგანიზაციის შესახებ გავრცელებულ საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს, რა დროსაც, პარლამენტარმა ორგანიზაციას ხელისუფლებიდან დაქირავებული“ უწოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილის ზოგიერთ დეპუტატს „წარმოდგენა არ აქვს, რა არის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობები“. თუ ეს ხელისუფლება ასეთ დაქირავებულებს განცხადებებს გააკეთებინებს, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებაც გადაიქცევა იმ ხელისუფლებად, რომელიც ჩვენ გავუშვით“, - განაცხადა კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, მურმან დუმბაძის ხელფასის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაედოს, ვინაიდან არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ორგანიზაციის მიმართ არ აანაზღაუროს ცილისწამებით მიყენებული ზიანი.