სამართალი
თეა წულუკიანი: "რაკი მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, უკრაინიდან სააკაშვილის ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია"

miStler-samart-3-analit-1საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"პროცედურა არის შემდეგი, რომ ჩვენ ან ჩვენ თვითონ გამოვითხოვოთ ავთენტური ასლი პრეზიდენტ პოროშენკოს აქტის, რის საფუძველზეც დაიწყება მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, რადგან ფორმალურად დღეს სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ფაქტობრივად მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის. სააკაშვილის ოდესაში გადაყვანა არის ერთის მიმანიშნებელი, რომ ის მოარიდეს კიევს", - განაცხადა წულუკიანმა.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი პალიცა სააკაშვილმა ჩაანაცვლა. სააკაშვილმა დანიშვნამდე უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.