სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს
Agentstvo-samart-2საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მწვერვალ თეთნულდზე დარჩენილი სამი ტურისტის შესახებ, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, 4 ათას 200 მეტრზე მყოფი მთამსვლელები ბარში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. სამაშველო-საძიებო ღონისძიებაში ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის პირველი ქვეგანყოფილების სამთო მაშველები, რომელთაც აქტიურ დახმარებას უწევდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა შეძლეს ტურისტების მყინვარიდან უვნებლად ჩამოიყვანა.