სამართალი
ალექსანდრე გეჯაძე: „2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვს შორის „დელიკატურ საკითხებს“ ადგილი არ ჰქონია

Aleksandr-samart-3საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე ლევან ჩაჩუას მიერ შედგენილ სასამართლო-სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს.

გვამის კვლევის დრო, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ძალადობის შედეგად გარდაიცვალა თუ მიოკარდიუმის ინფარქტით, ექსპერტი ვალდებულია, ყურადღებით დაათვალიეროს და შეისწავლოს გვამის გარეგანი სასქესო ორგანოები – როგორც ქალზე, ისე მამაკაცზე...

ექსპერტი ვალდებულია, ნახოს სათესლე ჯირკვალი იკუმშება თუ არა სათესლე პარკში. როგორც უსუპოვის, ისე ჟვანიას შემთხვევაში, ორივე სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში იყო მოთავსებული და აქ რაიმე პათოლოგიას, ანომალიას ან დაავადებას ადგილი არ ჰქონია.

... ექსპერტი ვალდებულია, გარეთა სასქესო ორგანოების გამოკვლევასთან ერთად, დააფიქსიროს უკანა ტანის მდგომარეობა – ანალური, ანუ ანუსის მიდამო, აღწეროს ანატომიური აგებულება, დაადგინოს, არის თუ არა პათოლოგია, ან რაიმე გადახრა...

ორივე გვამის – უსუპოვისა და ჟვანიას გამოკვლევის მონაცემებით, მითითებულია, რომ უკანა ტანის მიდამო სუფთაა, „სუფთას“ ქვეშ ექსპერტები გულისხმობენ იმას, რომ არ აღინიშნება, არც განავლოვანი, არც რაიმე წანაცხები. ამას გარდა, უკანა ტანის სისუფთავეში ექსპერტი, არაპირდაპირი მნიშვნელობით, გულისხმობს იმასაც, უკანა ტანიდან ადგილი ჰქონდა თუ არა სქესობრივ კავშირს – აღნიშნული მონაცემებით, არც უსუპოვის, არც ჟვანიასთან მიმართებაში, მსგავსი რამ არ იკვეთება”, – ამბობს, კერძოდ, “ასავალ-დასავალთან” საუბარში ალექსანდრე გეჯაძე.