სამართალი
„აფბა“ მოუწოდებს პროკურატურას, ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებული კითხვების თაობაზე დაინტერესდეს

Bank-samart-3საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. „აფბას“ ვიცე პრეზიდენტი შოთა გულბანის განცხადებით, საქმე ეხება 2008 წლის 28 დეკემბერს, ოფშორული კომპანია „ევროოილის“ მიერ ს.ს. „საქართველოს სახალხო ბანკის“ აქციების 89%–იანი პაკეტის შეძენას.

მოგეხსენებათ, რომ კომერციული ბანკების აქციების გასხვისებაზე კონტროლი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ევალებოდა, რომელსაც იმ პერიოდში გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა. კანონში ეროვნული ბანკის შესახებ წერია, რომ კომერციული ბანკის წილის შემძენი პირები, თუ ამ ბანკის კაპიტალის 10, 25, ან 50 პროცენტზე მეტს შეიძენენ, ვალდებულნი არიან შეავსონ და ეროვნულ ბანკში წარადგინონ შესაფერისობის დეკლარაცია, სადაც დეტალური ინფორმაციაა წარმოდგენილი დეკლარანტის (შემძენის) შესახებ... თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “სახალხო ბანკის” გასხვისებისას ოფშორულ “ევროოილს” შესაფერისობის დეკლარაცია საერთოდ არ წარუდგენია საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში, ბუნებრივია იბადება კითხვა, ჰქონდა თუ არა კანონდარღვევას ადგილი“, – აცხადებს გულბანი სააგენტო „პირველის“ პრეს–კლუბში გამართული ბრიფინგისას.